ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკის შეწყვეტას. მისივე თქმით, მსგავსი შეცდომა დაუშვეს აქართველოში, დონბასსა და ყირიმში.
"ძალიან მაწუხებს ნაადრევი ზარები ცეცხლის შეწყვეტის ან მშვიდობის შესახებ, რადგანაც ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკის დასასრულს. ეს შეცდომა უკვე დავუშვით სამჯერ - საქართველოში, დონბასსა და ყირიმში და ჩვენ ვერ გავიმეორებთ ამ შეცდომას.
კაია კალასი ამბობს, რომ ინფლაციისა და ცხოვრების სტანდარტების ფონზე რთულია ევროპული ერთიანობის შენარჩუნება სანქციებთან დაკავშირებით.
"ჩვენ მივუახლოვდით ნიშნულს, როდესაც სანქციები ზიანს აყენებს ჩვენს მხარეს. თავიდან სანქციები მძიმე იყო მხოლოდ რუსეთისთვის, მაგრამ ახლა მივუახლოვდით მომენტს, როდესაც სანქციები მტკივნეულია ჩვენი ქვეყნებისთვის და კითხვა მდგომარეობს იმაში, რამდენი ტკივილის ატანა შეგვიძლია. ყველა ქვეყნისთვის სხვადასხვაა. ერთიანობის შენარჩუნება ძალიან რთულია. უფრო და უფრო რთული ხდება ინფლაციისა და ენერგომატარებლების ფასის გამო", - თქვა კალასმა.
მან, ასევე, დაამატა, რომ: "გაზი შეიძლება ძვირი იყოს, მაგრამ თავისუფლება შეუფასებელია. თავისუფალ სამყაროში მცხოვრები ადამიანები რეალურად ამას ვერ იგებენ".
ევროკავშირის ქვეყნებს შორის ესტონეთში ახლა ყველაზე მაღალი ინფლაციაა. კალასის კოალიციური მთავრობა პარასკევს დაიშალა, რის გამოც ის იძულებული გახდა, რომ სოციალ-დემოკრატებთან გაერთიანებულიყო.
ესტონეთის პრემიერმინისტრმა გააკრიტიკა ემანუელ მაკრონი პუტინთან საუბრის გამო, რომელსაც ის სამხედრო დანაშაულებში ადანაშაულებს.
"ვერ ვხედავ საუბრის აზრს მასთან, თუ გვინდა მესიჯის მიწოდება იმის შესახებ, რომ ის იზოლირებულია, რომ დაუსჯელი არ დარჩება და ყველა დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიეცემა", - თქვა მან.