logo
ENG



კალაძე: BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა, ყველაფერს კადრულობენ

01 დეკ 202515:06
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/01/gijlzwy61kukc8m.png

BBC--ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, – ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოზე მიმდინარეობს შეტევა და ყველაფერს აკეთებენ, რომ ტყუილით გაჯერებული ინფორმაციები გაავრცელონ.

„ეს არის ჩვეულებრივი სისულელე. ხედავთ, როგორ მიდის შეტევა ჩვენს ქვეყანაზე – თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ, რათა გაავრცელონ ინფორმაციები, რომელიც მხოლოდ ტყუილით არის გაჯერებული. არ ვიცი, საერთოდ ღირს თუ არა სერიოზული პასუხის გაცემა ამ ტიპის სისულელეებზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, BBC-მ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია. მათი თქმით, გამოცემის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.


close დახურვა