logo
ENG



კალაძე: აგვისტოს ომზე უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს

08 აგვ 202011:54
3 წუთის საკითხავი
 

აგვისტოს ომზე უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს, - ამის შესახებ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

კალაძის თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ ქვეყნისთვის უბედურების არიდება ვერ შეძლო. 

"მგონი ომი საქართველომ დაიწყო არავის უთქვამს, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს, რადგან მათ ვერ მოახერხეს, ეს დიდი უბედურება აერიდებინა ქვეყნისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება გუშინ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემაც გააკეთა. კობახიძემ ოკუპაციის თანაავტორად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაასახელა. კობახიძის სწორედ ამ განცხადების შეფასება სთხოვეს ჟურნალისტებმა კახა კალაძეს.  


close დახურვა