logo
ENG



კობახიძე ოკუპაციის თანაავტორად პუტინთან ერთად ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ასახელებს

07 აგვ 202023:12
3 წუთის საკითხავი
 
0fay0vabxc24mzd.jpg

მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე ოკუპაციის თანაავტორად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ასახელებს. ამის შესახებ მან დღეს, 7 აგვისტოს, ომის 12-წლისთავზე პალიტრანიუსის გადაცემა 360 გრადუსში განაცხადა.

"ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, ერთი არის პუტინი, რუსეთის ფედერაცია და მეორე არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გვესაუბრებოდა ამ ომთან დაკავშირებით ჰააგიდან. ეს არის ორი თანაავტორი და ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა მიხეილ სააკაშვილი და ვერ გაექცევა ნაციონალური მოძრაობა", - ამბობს კობახიძე და ამატებს, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ პუტინს მისი სცენარი განახორციელებინა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 მშვიდობიანი მოქალაქე, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილი


close დახურვა