logo
ENG



კალაძე: ათივე უბანში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები დამუშავებული იქნება ხსნარებით

27 მარ 202011:22
3 წუთის საკითხავი
 

გუშინ გვიან ღამით დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა. თბილისის მერის განცხადებით, დამუშავდა ყველა ქუჩა, სადაც გაჩერებები და მეტროს შესასვლელებია. სადეზინფექციო სამუშაოები თბილისში რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ძირითადად, ბაღებსა და სკვერებში, ასევე ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე, მეტროსადგურების ამოსასვლელებთან ტარდება. დეზინფექცია ყოველდღიურად უტარდება მუნიციპალურ ტრანსპორტსაც.

„ვაგრძელებთ პრევენციულ ღონისძიებებს, სადეზინფექციო სამუშაოები იქნება განხორციელებული. რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება. ათივე უბანში დამუშავებული იქნება ხსნარებით ყველა ის ქუჩა, სადაც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და მეტროს ჩასასვლელ-ამოსასვლელები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და იგი აბსოლუტურად უვნებელია, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ცხოველებისა და მცენარეებისთვის. 


close დახურვა