თბილისის ბაღა-ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების პარალელურად, ბავშვებისთვის განკუთვნილ არამალფუჭებად პროდუქტებს ისინი მაინც მიიღებენ. ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ თბილისის მერმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა. მისი თქმით, ბევრი ოჯახია, რომელსაც ამ პერიოდში დამატებით კვების პრობლემაც შეექმნა, შესაბამისად, მერია მათ დაეხმარება.
"გადავწყვიტეთ, სოციალურად დაუცველებს საკვები სახლში მივუტანოთ. ვინც ამ საქმიანობაში მოხალისედ მუშაობს, მინდა ყველა მათგანს გადავხადო მადლობა. დღეს კიდევ ერთი ახალი ინიციატივის შესახებ მინდა გაცნობოთ. მოგეხსენებათ, თბილისის ბაგა-ბაღები დროებით არ მუშაობს და მას, გარდა აღმზრდელობისა, ასევე აკისრია სოციალური პასუხისმგებლობაც. ბევრი მშობლისთვის ბაღში ბავშვის ტარება მნიშვნელოვანია, მათ შორის, კვების სრულფასოვანი რაციონის მისაღებადაც, ამიტომ მათ დღეს შეიძლება დამატებითი ტვირთი შეექმნათ. გადავწყვიტეთ, სასწავლო პროცესის აღდგენამდე ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომელიც უნდა გამოყენებულიყო ბაღებში, მოხმარდეს ისევ ჩვენს პატარებს. სია შეთანხმებულია დარგის სპეციალისტებთან და ის გადაეცემათ მშობლებს. პაკეტების გაცემა მოხდება ორ კვირაში ერთხელ და ამ პროცესებშიც მოხალისეებს შუძლიათ ჩაერთონ", - განაცხადა კახა კალაძემ.