logo
ENG



კალაძე: დაანგარიშების შედეგად მივიღეთ და ციდან არ ჩამოფრენილა სატრანსპორტო პაკეტები

05 თებ 202221:59
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე: დაანგარიშების შედეგად მივიღეთ და ციდან არ ჩამოფრენილა სატრანსპორტო პაკეტები

თბილისის მერი კახა კალაძე ტრანსპორტის სააბონენტო სისტემაზე ამბობს, რომ პაკეტების ღირებულება დაკვირვების შემდგომ დაიანგარიშეს და "ციდან არ ჩამოფრენილა".

"ზოგადად [სატრანსპორტო] სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ყველაზე მეტად მოიხმარდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს. რაც შეეხება თვითონ პაკეტებს, პაკეტების ღირებულებას, ესეც ხომ დაანგარიშების შედეგად იქნა მიღებული და ციდან არ ჩამოფრენილა ეს პაკეტები. ჩვენ ყოველწლიურად ვუყურებდით რამდენი მგზავრი მგზავრობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით რა იყო საშუალო გადასახადი ადამიანისთვის თვის განმავლობაში და ეს თანხა შეადგენდა საშუალოდ 40-დან 43 ლარამდე, თვიური გადასახადი. თვიური აბონემენტი 40 ლარია, დაახლოებით 80-ჯერ უწევდა ადამიანს გადახდა, ყველაფერი ეს მონაცემები რომ დავიანგარიშოთ წლის ჭრილში, ძალიან მარტივად ვნახავთ, რომ 50 თეთრზე ნაკლები გამოდის ტარიფი ადამიანებისთვის, ვინც მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით." - ამბობს კახა კალაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კალაძე ამბობს, რომ ადრე მიკროავტობუსით მგზავრობა 80 თეთრი ღირდა და გადაჯდომა უფასო არ იყო, ახლა კი მიკროავტობუსებიც სააბონემენტო სისტემაში შედის.

კალაძის თქმითვე, სატრანსპორტო რეფორმა ჯერ არ დაუსრულებიათ და მუშაობას აგრძელებენ ინფრასტრუქტურაზე.

კახა კალაძემ დასვა კითხვაც, თუ რომელმა მთავრობამ გააკეთა ქალაქისთვის ის რაც ქართულმა ოცნებამ ტრანპსორტის მხრივ გააკეთა.

1 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდა. მგზავრობის საფასური, 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდა -  გზამკვლევი როგორ ვიმგზავროთ.


close დახურვა