logo
ENG


კალაძე ტრანსპორტზე: რომელმა მთავრობამ გააკეთა ქალაქისთვის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ?
კახა კალაძე
05 თებ, 2022 21:09
კალაძე ტრანსპორტზე: რომელმა მთავრობამ გააკეთა ქალაქისთვის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ?
  • 905ნახვები

ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში შევცალეთ დაახლოებით 800-მდე ახალი ავტობუსი, შევიძინეთ 1000-მდე ახალი მიკროავტობუსი, 100 მეტრო ვაგონის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და შევიძინეთ 40 ახალი მეტროს ვაგონი, რომელიც უახლოეს მომავალში როდესაც დამზადდება, ჩამოვა თბილისში და დედაქალაქის მოსახლეობა მოიხმარს. რომელმა მთავრობამ გააკეთა და გადადგა ეს ნაბიჯები ქალაქისთვის, რაც ჩვენ მოვახერხეთ და გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში? ეს გააკეთა ჩვენმა გუნდმა, გააკეთა გუნდმა, რომელსაც ჰქვია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო.

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში სატრანსპორტო რეფორმაზე საუბრისას. 

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდა. მგზავრობის საფასური, 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარია.



ასევე ნახეთ
close დახურვა