თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ სრულფასოვნად სამუშაო რეჟიმს ორშაბათიდან უბრუნდება.
"ჩავიტარე დამატებითი სამედიცინო კვლევები ყველა მიმართულებით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არაფერი არ არის, ყველანაირად კარგად ვარ და ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად გავაკეთებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც სჭირდება დედაქალაქს", - თქვა კალაძემ ვიდეომიმართვაში.
კალაძეს 27 მარტს ვესტიბულოპათია დაუდასტურდა. ის კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.