logo
ENG



კალაძე: თუ სასწაულ დარღვევას არ გააკეთებ, შეუძლებელია, ჭავჭავაძეზე ავარია მოხდეს

09 სექ 202014:21
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჭავჭავაძის გამზირზე ბოლო პერიოდში მომხდარ რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ მძღოლი წესებს არ დაარღვევს, იქ ავარია არ მოხდება.

"ბოლო დღეების განმავლობაში, რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა ჭავჭავაძის გამზირზე. ვისაც ერთხელ მაინც გაუვლია ჭავჭავაძეზე, ცხადია, უჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ავტობუსი დაეჯახოს კერძო ავტომობილით მოძრავ მძღოლს. ეს შეუძლებელია, ყველას აქვს თავისი ზოლი, თუ რაღაც სასწაულს არ აკეთებ, თუ რაღაც სასწაულ დარღვევას არ აკეთებ, შეუძლებელია ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს", - განაცხადა კალაძემ.

სექტემბრის თვეში ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

1 სექტემბერს ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ. დაშავდა ერთი ადამიანი. 

8 სექტემბერს კი მანქანა ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანგრძლივი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, მოძრაობის ახალი  წესებით, განახლებული ჭავჭავაძის გამზირი 1 აგვისტოს გაიხსნა.

 


close დახურვა