logo
ENG



კალაძე: იმედია, პარტიები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლით

02 დეკ 202018:49
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/02/y12dfytr34y44y4.jpg

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოთქვამს იმედს, რომ ყველა ის ოპოზიციური პარტია, რომელმაც პარლამენტის მანდატი მიიღო, ბოიკოტზე უარს იტყვის და პარლამენტში შევა. 

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიდი ხანია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დადებითად და წარმატებით დასრულდება ეს მოლაპარაკებები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც დაფიქსირდა არჩენებით - ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და წარმატებისთვის". - თქვა მან დღეს. 

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს და პარლამენტის მანდატები მიიღეს - ჯამში 8 პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ოპოზიცია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში უკვე გაიმართა მოლაპარაკებების 2 რაუნდი, თუმცა უშედეგოდ. უცნობია, როდის შედგება მესამე რაუნდი. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმზე უარის თქმას არ გეგმავს. 


close დახურვა