logo
ENG



კალაძე: ტიკარაძის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მინდა წარმატებები ვუსურვო

10 დეკ 202111:59
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ გადადგომის შესახებ ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას პატივს სცემს. როგორც კალაძე ამბობს, ვინ გახდება ჯანდაცვის მომავალი მინისტრი, მან არ იცის.

"მე გამიჭირდება საუბარი, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მინდა წარმატებები ვუსურვო. ის რა თქმა უნდა გუნდიდან არ მიმდის, პარტიაში გააგრძელებს მუშაობას. თუ ვინ იქნება მომავალი მინისტრი, უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილი", - განაცხადა კალაძემ.

9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. მან მადლობა გადაუხადა გუნდს, მიმოიხილა პანდემიის პროცესი და ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე.

რამდენიმე კვირაა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრსა და აწ უკვე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს შორის, შიდა დაპირისპირება არსებობს. მათ შორის, კოვიდრეგულაციებთან და უვადო მწვანე სტატუსთან დაკავშირებით. 


close დახურვა