logo
ENG



კალაძე დიდუბე-ჩუღურეთზე: ვისაც სადაც უნდა იქ გაერთიანდეს, ვოლსკი უალტერნატივოა

11 აგვ 202019:09
3 წუთის საკითხავი
 
csj9ywxp0a2y0vv.jpg

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დიდუბე-ჩუღურეთში მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგი ვოლსკი უალტერნატივოა.

კალაძის თქმით, ოპოზიციის გაერთიანების მიუხედავად, ვოლსკის დიდუბე-ჩუღურეთში პირველი ტურში დიდი ანგარიშით გამარჯვების შანსი აქვს.

"ვისაც სადაც უნდა იქ გაერთიანდეს. გიორგი ვოლსკი უალტერნატივო კანდიდატია. მას აქვს დიდი შანსი, რომ პირველივე ტურში დიდი ანგარიშით მოიგოს არჩევნები. ოქტომბერში საზოგადოება დაინახავს რამდენად დიდი შესაძლებლობა და რესურსები აქვს გია ვოლსკის. პირველივე ტურში ის გაიმარჯვებს", - განაცხადა კალაძემ.

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ის არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ჯაფარიძის კანდიდატურას ევროპული საქართველო და გიორგი ვაშაძის პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი უჭერს მხარს. ჯაფარიძის კანდიდატურას მხარდაჭერა რესპუბლიკური პარტიის წევრებმაც გამოუცხადეს.

ქართული ოცნებიდან დიდუბე-ჩუღურეთში კენჭს სწორედ გია ვოლსკი იყრის. 

 

 


close დახურვა