logo
ENG



კალაძე ევროკავშირის ელჩს საარჩევნო კამპანიაში ჩარევაში ადანაშაულებს

06 ოქტ 202416:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/06/44qsvjiy3azoxvu.jpg

თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან ოცნების საარჩევნო ბანერებსა და ვიდეორგოლებს სამარცხვინო და შემზარავი უწოდა. კალაძემ განცხადება ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში გარე ჩარევის მცდელობად შეაფასა.

"როდესაც ვსაუბრობთ გარე ჩარევაზე, საელჩოების და უცხოელი მაღალჩინოსნების საარჩევნო კამპანიაში ჩარევაზე, ეს კონკრეტული ფაქტი პირდაპირ მიუთითებს ამაზე. ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე რა მძიმეა, ამის  გამო არ გაუშვა, წარმოუდგენელია. კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები. წარმოიდგინეთ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ გამოვიდეს საქართველოს ელჩი და გააკეთოს ამ ტიპის განცხადებები. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე. უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები." - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, 5 ოქტომბერს, ფორმულამ, მთავარმა არხმა და ტვ პირველმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ "ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი". სამივე ტელევიზია ხსენებული ვიეორგოლების განთავსებაზე უარს ამბობს. 

 

 

 

close დახურვა