თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირსა და აშშ-ს ცეკას ადარებს.
მისი თქმით, "იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში".
"მე დავიბადე საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა მათი მმართველობა არ მახსოვს, ბავშვი ვიყავი. გადმოცემით რასაც ამბობენ, ვფიქრობ, იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში - მითითებები, ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა. იგივე ხდება დღეს. თქვენ გინახავთ, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, რომელიმე ქვეყნის დიპლომატი გამოდიოდეს და ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი ან რა გადაწყვეტილება მიიღოს? სრული სიგიჟეა უბრალოდ", - თქვა კალაძემ.