logo
ENG



კალაძე ზივზივაძეზე: არასდროს მიკადრია, ვიღაცას ჩემთვის მიუღებელი განცხადების აღება მოვთხოვო

06 ივნ 202412:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/06/v6wcc8hxf1gytaj.jpg

თბილისის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ "არასდროს უკადრია" ვინმესთვის ან მხარდამჭერი განცხადების გაკეთება ან მისი წაშლა. ეს კალაძემ ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა.

კალაძეს ჰკითხეს, ხომ არ განხორციელდა ბუდუ ზივზივაძეზე რაიმე ფორმით ზეწოლა, რაზეც მან უპასუხა:

"ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ, ვიღაცას დავურეკო, ვთხოვო, ან მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს, ან რაიმე საწინააღმდეგო, რომელიც ჩემთვის მიუღებელია, იმის აღება მოვთხოვო.

მე ბუდუ ზივზივაძესთან მეგობრული და ძმაკაცური ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ნაკრებში არიან ფეხბურთელები, ვისთანაც უფრო ახლო, მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ბევრთან მითამაშია კიდეც, თანაგუნდელები ვიყავით და ვერ იტყვის ვერც ერთი მათგანი, რომ მე ვინმესთვის რაიმე მეთხოვოს, რომ ან პოლიტიკური მხარდაჭერა, ან ჩემ მიმართ მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინოს, თუნდაც არჩევნების დროს. არ არსებობს ბუნებაში, პირველ რიგში საკუთარ თავს არ ვაკადრებ და არც ბიჭებს არ ვაკადრებ იმას, რომ პოლიტიკაში შემოვიყვანო და პოლიტიკური განცხადებები გავაკეთებინო"- ამბობს კალაძე. 

"ჯაფარას პოდკასტში" ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ თქვა, რომ დამთრგუნველია, როდესაც ათი კაცი ერთ ადამიანს ურტყამს.

მისივე თქმით, როდესაც სპორტსმენი ხარ, ხალხს გვერდში დგომა უნდა ანახო. 

მოგვიანებით, მედიაში ზივზივაძის თხოვნით ეს კომენტარი წაიშალა.


close დახურვა