logo
ENG



კალაძე კაფე მზიურზე: გამოცხადდება აუქციონი და ვისაც სურვილი ექნება, მიიღოს მონაწილეობა

16 ივნ 202413:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/16/0e4iyhkfwjhn16t.png

თბილისის მერის კახა კალაძის მტკიცებით, მზიურში მდებარე კაფეს მომავალშიც იგივე სტატუსი ექნება, რაც აქამდე ჰქონდა. ამის შესახებ მან კაფე მზიურის გასხვისებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

კალაძე ამბობს, რომ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და კაფე, კანონის შესაბამისად, აუქციონის წესით გასხვისდება.

"ამოიწურა ხელშეკრულების ვადა. კაფეს გასხვისება მოხდება იგივე, სოციალური სტატუსით. რა თქმა უნდა, იგივე პროექტები განხორციელდება, რაც დღემდე ხორციელდებოდა. რამდენჯერმე მოხდა ამ კონკრეტული კაფეს ერთ ადამიანზე, პირდაპირი წესით გადაცემა, რაშიც მადანაშაულებდნენ.

რა თქმა უნდა, არ მინდა ეს თემა გახდეს სალაპარაკო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კაფეს სტატუსი ექნება იგივე, შეუცვლელი. ალბათ არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ სურვილი, მსგავსი პროექტები განახორციელონ. ამიტომ, რომ არ იყოს რაიმე ჩემს ან მერიის წინააღმდეგ, გამოცხადდება აუქციონი და ვისაც სურვილი ექნება, მიიღოს მონაწილეობა", - თქვა კალაძემ.

კაფე მზიური უკვე 8 წელია სოციალური საწარმოს პრინციპით ფუნქციონირებს. გუშინ მენეჯმენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება კაფის შენობა აუქციონზე გაიტანოს. როგორც მენეჯმენტის განცხადებაშია აღნიშნული, მათ მიიღეს წერილი ქონების მართვის სააგენტოსგან, საიდანაც გაირკვა, რომ კაფე მზიურს ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ.

 

 


close დახურვა