logo
ENG



კალაძე ოპოზიციაზე: ბოლო დღეებში ჩანს, რომ შიგნით დაპირისპირებაა

13 ივნ 202014:36
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინიციატივას მმართველ პარტიაში აფასებენ. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახი კალაძე ოპოზიციის ბოლო დროინდელ განცხადებებში დაპირისპირებას ხედავს. მისი თქმით, ის არ არის დარწუნებული, რომ ოპოზიცია შეთანხმებას მოახერხებს.

„არ ვიცი, რამდენად მოახერხებენ შეთანხმებას შიგნით. ბოლო დღეებში როგორც ჩანს, მათ განცხადებებში აშკარად დაპირისპირებაა. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, რას მოილაპარაკებენ“, - განაცხადა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვა ფეისბუკზე გაავრცელა. მესამე პრეზიდენტის ინიციატივამ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.


close დახურვა