logo
ENG



კალაძე ოცნების შესაძლო დატოვებაზე: არასწორი ინფორმაციაა, მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს

08 მარ 202118:24
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე ოცნების შესაძლო დატოვებაზე: არასწორი ინფორმაციაა, მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს

ქართული ოცნების შესაძლო დატოვების შესახებ ჟურნალისტის კითხვის პასუხად თბილისის მერი და პარტიის გენმდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ "ეს არის არასწორი ინფორმაცია და მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება".

ამასთან, ის იქევე ამბობს, რომ როდესაც "ამის დრო მოვა", გავიგებთ, მიიღებს თუ არა ის მერის არჩევნებში მონაწილეობას.

"ეს არის არასწორი ინფორმაცია და მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. მომდევნო დღეების განმავლობაში, მომდევნო თვეების განმავლობაში, როდესაც მოვა ამის დრო, ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით, მე მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მივიღებ. ყველაფერს თავის დრო აქვს, დღეს ამაზე საუბარი ადრეა", - აღნიშნავს დედაქალაქის მერი.

აღსანიშნავია, რომ სწორედ დღეს, 8 მარტს მოუწია თბილისის მერს, გამოხმაურებოდა ტვ პირველის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. 

მან თქვა, რომ შინაარსის შეფასებას არ აპირებს, ზოგადად კი პოლიტიკური კონფრონტაციისას "ამ მეთოდის გამოყენება" არასწორად მიაჩნია.

ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების პასუხად კალაძემ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში "დამატებით ინფორმაციას" უნდა ველოდოთ. 


close დახურვა