თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, "მიზანმიმართულ ჭორებს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გაზაფხულიდან მოსალოდნელია მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერის ცვლილება. პალიტრას ეთერში, გადაცემა "დღის ნიუსრუმში" საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ "მიზანმიმართული პროპაგანდა" ქართული პოლიტიკის თანმდევია.
"ეს არის, მე 2011-12 წლიდან პოლიტიკაში ვარ და ყოველთვის იყო ამ ტიპის ჭორები. ეს, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის თანმდევი პროცესია, ჭორები, ინტრიგები, მიზანმიმართული პროპაგანდა... თუ რაიმე ცვლილებები იქნება მოსალოდნელი, მალულად ამის გაკეთებას არავინ არ აპირებს. არავითარი ცვლილება არაა დაგეგმილი და არანაირი სამთავრობო გადაადგილება არაა დაგეგმილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, გაუქმდება თუ არა ქართულ ოცნებაში გენერალური მდივნის თანამდებობა, კალაძემ უპასუხა, რომ ხვალ, 16 იანვარს ყრილობაზე ყველაფერი ცხადი გახდება. კალაძე "ოცნების" გენერალური მდივნის თანამდებობის შესაძლო გაუქმებაზე: "თანამდებობებს არასდროს გამოვკიდებივარ"
"მე თანამდებობებს არასდროს გამოვკიდებივარ. არასდროს არ მქონია რაიმე პრეტენზია კონკრეტულ თანამდებობაზე, სადაც ვარ, როგორც ვარ, ყოველთვის ვემსახურები ჩემს ქვეყანას. ფეხბურთში, ბიზნესსა თუ პოლტიიკაში ყველგან ერთადერთი ჩემი მიზანია ემსახურო ხალხს და ქვეყანას".
ხვალ, 16 იანვარს ქართული ოცნების ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. 11 იანვარს ქართული ოცნების პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე წარადგინა. თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ის ბიძინა ივანიშვილმა დატოვა.
მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივანიშვილის წასვლის შემდეგ, მმართველ გუნდში რამდენიმე დაჯგუფებას შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ფორმულამ წყაროზე დაყრნობით გაავრცელა ინფორმაცია, ქართული ოცნების გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს პრემიერმინისტრობა სურს. კერძოდ, მანამდე, მან პარტიის თავმჯდომარეობის სურვილიც გამოთქვა, თუმცა მისი და ირაკლი კობახიძის ინტერესები გადაიკვეთა. წყარო ყვება, რომ ამისათვის, შესაძლოა კალაძემ თანამდებობა დატოვოს.