ვაკის პარკში მომხდარი დანაშაულის შესახებ განცხადება გაავრცელა იუნისეფმა და ხელისუფლებას მოუწოდებ უზრუნველყოს ბავშვების უსაფრთხოება საჯარო სივრცეში. ამასთან გაეროს ბავშვთა ფონდი სპეციალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კოორდინაციის აუცილებლობაზეც მიანიშნებს. ის, რაც საკრებულოში დღეს მოხდა, სრულიად საპირისპიროა. არც ჩართულობა, არც ანგარიშვალდებულება - ვაკის შადრევნის თემაზე საპასუხოდ დაბარებული კალაძე სხდომაზე მეორედ არ გამოცხადდა. პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, კალაძემ ისევ პიარის კეთება არჩია.