თბილისის მერი კახი კალაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმებულ საეჭვო ხელშეკრულებებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას პასუხობს და აცხადებს, რომ მას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.
„მე არ მაქვს ინფორმაცია რა პროექტებსა და პროდუქციაზეა საუბარი. შესაბამისად, შესაბამის სამსახურებს, ვინც ეს შესყიდვები განახორციელა შეგიძლიათ მიმართოთ. დარწმუნებული ვარ შესაბამის პასუხს მიიღებთ, კანონს არც ერთი ადამიანი არ გადასცდებოდა და ყველაფერი იქნებოდა კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კალაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" ეპიდემიის დროს ჯანდაცვის სამინისტროს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს, საკითხზე კვლევა ჩაატარა IDFI-მაც.
ორგანიზაციებმა დაადგინეს, რომ ხელისუფლებამ სხვადასხვა კომპანიებისგან ათეულობით მილიონი ლარის შესყიდვა განახორციელა.