თბილისი - ქალაქი, რომელიც გკლავს. ასე ჰქვია სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პოპულარულ ჯგუფს, სადაც დედაქალაქის პრობლემებზე საუბრობენ. სახელწოდება საუკეთესოდ აღწერს გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ. თბილისი - საქართველოს ყველაზე მდიდარი ქალაქია, თუმცა არა თბილისელებისთვის. ჩვენ გვიწევს მოუწესრიგებელი სადარბაზოებით, საშიში ლიფტებით, მოშლილი უსაფრთხოების სისტემით სარგებლობა. შედეგი ზოგჯერ ფატალურია. ამ ქალაქის სიმდიდრეებით მხოლოდ კორუფციული გარიგებების შედეგად გამდიდრებული ჩინოვნიკების და მათთან დაახლოებული ჯგუფების პრივილეგიაა. რატომ არ არის ეკოლოგია და უსაფრთხო გარემო მხოლოდ მდიდარი სახელმწიფოების უპირატესობა და ეს როგორ ხდება, რომ მერი კალაძის დამსახურებაა თუ ჩვენი ფულით, თუნდაც უყაირათოდ, მაგრამ რაღაცას გააკეთებს და მისი პასუხისმგებლობა არაა, როცა ამ ისტორიული ქალაქის იერსახე თავდაყირა დგება, ან თბილისელები გაუმართავი ინფრასტრუქტურის შედეგად იხოცებიან - დროება მოგვიყვებათ.
კალაძეს პასუხისმგებლობა თბილისელებს - დროება
22 იან 202320:33
3 წუთის საკითხავი