logo
ENG



კალაძის ბილეთი - დროება

06 თებ 202220:09
3 წუთის საკითხავი
 

როგორ ვიმგზავროთ წყნეთიდან მერიამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დროების რეკომენდაცია ძვირადღირებული ავტოკოლექციის მფლობელ თბილისის მერს. რა გზის გავლა მოუწევს კალაძეს, თუ ის ერთ დღეს თავის მანქანაზე არ დაჯდება და სამსახურში ავტობუსით წასვლას გადაწყვეტს. რას ეტყვიან მას გზად შემხვედრი ადამიანები. როგორც ის ამბობს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაძვირებულა. როგორც თელმიკოს წარმომადგენლები გვეუბნებიან, არც დენის გადასახადი გაძვირებულა. მაშინ რატომ ვიხდით ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობისთვის 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარს? და რატომ მოგვივიდა დენის გადასახადი ლამის ორჯერ მეტი? ამ კითხვებზე პასუხს თავად ჩვენი მოქალაქეები გასცემენ. 


close დახურვა