თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას, როლითაც ის კონგრესმენების კრიტიკას ეხმაურება, ოპოზიციის წევრები აფასებენ.
ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნულ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გრიგო ვაშაძე "ქართულ ოცნებას" ჩემოდნების ჩალაგებს ურჩევს.
"ამ ადამიანებს ეძახო ლობისტები ეს რას ნიშნავს იცით?! - ან ეს ადამიანები მართლა ჩვენი ლობისტები არიან და "ქართულმა ოცნებამ" ახლავე უნდა ჩაალაგოს ჩემოდნები და თავს უშველოს. ან ის ადამიანები ჩვენი ლობისტები არ არიან, რომლებმაც შეიყვანეს ბიძინა ივანიშვილი ისეთ სამარცხვინო კომპანიაში, როგორიც პუტინი, ევტუშენკოვი და მედვედჩუკი და მაინც უნდა ჩაალაგონ ჩემოდნები და თავს უშველონ. კარგად დაფიქრდნენ და პატივისცემით მოიქცნენ იმ ხმას, რომელიც კაპიტოლიიდან მოდის საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია ამერიკასთან სტრატეგიული მკავშირეობაა", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
კალაძის განცხადება მიუღებელია "ევროპული საქართველოსთვისაც". პარტიის წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ამ ადამიანებს, ვისაც დღეს აკრიტიკებს, წლების განმავლობაში ხვდებოდა.
ასეთი განცხადებები არის ამერიკი კონგრესის, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის საკანონმდებლო ორგანოსთვის შეურაცხმყოფელი. ასევე შეუფერებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის ამერიკასთან. ასეთი რამ ისტორიაში არ მახსოვს. ამავე დროს, იმ კონგრესმენების ნაწილს, როლებიც ხელს აწერენ ანგარიშს "ქართული ოცნების" ლიდერები წლების განმავლობაში მათთან ურთიერთობდნენ, ხვდებოდნენ. თუ ეს ხხალხი ასეთი ნამუსგარეცხილი და არასერიოზულია მაშინ რატო ხვდებოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს დასანანი და სამარცცხვინო განცხადებაა", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.