logo
ENG



კალაძის დახაზული ქაოსი - დროება

14 მაი 202320:15
3 წუთის საკითხავი
 

ქალაქში წვიმის დროს, რომ ქუჩებზე წყალი დგება და მანქანით თუ ქვეითად გადაადგილება შეუძლებელია, ახალი ამბავი არაა. თუმცა საერთოდ რაზეა საუბარი, როცა წვიმის დროს მერიის შესასვლელიც კი იტბორება. ეს ფოტო რომელსაც ახალ ეკრანზე ხედავთ გუშინდელი წვიმის შემდეგ არის გადაღებული მერიის შესასვლელში. ალბათ ეს გუბეც საკმარისია იმის საჩვენებლად, თუ რა ხდება კალაძის თბილისში. თუმცა წვიმის დროს დატბორილი ქუჩები, საცობები, გადათხრილი და მიტოვებული უბნები და ეზოები, ხალხით სავსე საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდი ხანია აღარავის აკვირვებს. ალბათ, იშვიათად შეხვდებით ადამიანს ვისაც ეს ყველაფერი არ აწუხებს და ისედაც დამძიმებულ ყოველდღიურობაში ხელს ძალიან არ უშლის. კალაძეს სოციალურ გვერდებს თუ თვალს გადაავლებთ, ნახავთ რომ რიგითი თბილისელის პრობლემები მას ნამდვილად არ აწუხებს და ალბათ ამიტომაცაა, რომ ვერ ხვდება, თუ რამდენად რთული გახდა ამ ქალაქში ელემენტარულად ქუჩაში გადაადგილება. თბილისის დღევანდელი რეალობა და პრობლემები, ანი არველაძე კალაძის დახაზულ ქაოსზე.


close დახურვა