ჩვენი საგარეო პოლიტიკა დაფუძნებულია პრინციპებზე, რომელთა შორისაა უფლებები და თავისუფლებები, დემოკრატიული უფლებამოსილებები და ადამიანის უფლებები. სწორედ ასე ვაყალიბებთ ჩვენს ურთიერთობებს მსოფლიო ყველა ქვეყანასთან. მე წარმოვადგენ ლიეტუველ ხალხს, მთავრობის მეშვეობით. განსხვავებული მოსაზრებები არ ნიშნავს, რომ ეს უნდა იყოს კრიტიკა. ეს არის განსხვავებული მოსაზრებები და ეს ისაა, რაც ჩვენ ვისწავლეთ ევროკავშირში ინტეგრაციის დროს, რომ უნდა მოვუსმინოთ, უნდა მივიღოთ სერიოზულად. რადგან როდესაც ლიეტუვა გახდა ევროკავშირის წევრი, გადაწყვეტილებები მიიღებოდა არა ვილნიუსში, არამედ ევროკავშირის დედაქალაქებში. და ვფიქრობ, ყველანი ვიმუშავებთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის სასარგებლოდ, იქნება ეს საქართველო თუ ლიეტუვა. გვსურს საქართველო ევროკავშირის მაგიდის გარშემო ვიხილოთ. გრძელი გზაა? - დიახ და არა. თუ არის კონსენსუსი რომ 2030 წელს მომდევნო გაფართოება იქნება, ეს ნიშნავს, რომ 3-4 წელიწადში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებული უნდა იყოს. არაა დრო შეცდომებსა და შეფერხებებისთვის, რადგანაც გეოპოლიტიკა ძალიან სწრაფად მოძრაობს. [...]
დიახ, კანონს, რომელიც მიიღეს, აქვს ძალიან არსებითი ნეგატიური გავლენა საქართველოს სწრაფვაზე ევროკავშირში მომავალზე. სამწუხაროდ.