logo
ENG



კალიურანდი ოცნებას მოუწოდებს, რეკომენდაციების შესრულებაზე ძალისხმევა გააორმაგონ

12 ივნ 202323:31
3 წუთის საკითხავი
 
კალიურანდი ოცნებას მოუწოდებს, რეკომენდაციების შესრულებაზე ძალისხმევა გააორმაგონ

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას აფასებს და აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამ მხრივ პროგრესი ზედაპირული და ფრაგმენტულია.

დოკუმენტში ევროპარლამენტარი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას,  რომლებიც ეხება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, დეოლიგარქიზაციას, მედიის თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.

გარდა ამისა, კალიურანდი აღნიშნავს, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო, როდესაც საქმე ეხება დეპოლარიზაციას, საარჩევნო რეფორმას, ანტიკორუფციულ და მოწყვლად ჯგუფებს.

განცხადებაში კალიურანდი საუბრობს 8 ივნისს ევროპარლამენტში გამაართულ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე, რომელსაც ქართული დელეგაციაც ესწრებოდა. 

"მე და ჩემმა ევროპარლამენტის კოლეგებმა ხაზი გავუსვით რეკომენდაციების განხორციელების აუცილებლობას პრაქტიკაში და არა მხოლოდ. ზოგიერთ შემთხვევაში, პროგრესი ზედაპირული და ფრაგმენტული ჩანს და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან აღიქმება გულწრფელი სურვილის ნაკლებობა, ჭეშმარიტად ჩართოს ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამავდროულად, მოვუწოდეთ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი წვლილი შეიტანონ დეპოლარიზაციის საქმეში და კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა საკანონმდებლო მუშაობაში"- აცხადებს კალიურანდი.

დოკუმენტში კალიურანდი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის წევრები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი სახალხო მხარდაჭერა არის ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელი ქართულ საზოგადოებაში".

კალიურანდი ასევე საუბრობს ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც.

"ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება დემოკრატიულ რეფორმებსა და კანონის უზენაესობაში არსებითი პროგრესის არარსებობის გამო და უარყოფითი მოვლენები, რომლებიც შეინიშნება რიგ ძირითად სფეროებში, როგორიცაა უკიდურესი პოლარიზაცია, კანონის უზენაესობის ხელყოფა და სასამართლოს დამოუკიდებლობის დაქვეითება, მათ შორის პოლიტიკურ ქეისებში.

ამ კონტექსტში, ჩვენ გავიმეორეთ ევროპარლამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციაში გამოთქმული პოზიციები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ და მოვუწოდეთ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს პატიმრობის შეჩერება საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, ჰუმანიტარული საფუძვლით, როგორც წვლილი უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საქმეში, ისევე როგორც მოვუწოდეთ პატიმრობაში მყოფი მედიის მფლობელების გათავისუფლება, როგორიცაა მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია.

მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გააორმაგონ ძალისხმევა, რათა განიხილონ ისეთი პრიორიტეტები, რომლებიც ეხება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, დეოლიგარქიზაციას, მედიის თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო, როდესაც საქმე ეხება დეპოლარიზაციას, საარჩევნო რეფორმას, ანტიკორუფციულ და მოწყვლად ჯგუფებს, ლგბტქია+ პირების ჩათვლით - აცხადებს კალიურანდი.

კალიურანდის თქმით, მათ საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად დაგმეს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის მიმართ და გამოთქვეს მადლიერება ქართული საზოგადოების მიერ გამოვლენილი სოლიდარობისთვის, რაც უკრაინის მიმართ ჰუმანიტარული დახმარებით გამოიხატება.

ასევე, ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ საქართველოს ტერიტორია არ გამოიყენებოდეს რუსული კომპანიების მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის.

"ჩვენს კოლეგებთან ერთად საქართველოს პარლამენტიდან, ჩვენ დავგმეთ რუსეთის საშინელი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. გამოვთქვით ჩვენი მადლიერება ქართული საზოგადოების მიერ გამოვლენილი სოლიდარობისთვის, რაც გამოიხატება გაჭირვებული უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მასიური მიწოდებით და მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას სიფხიზლის შენარჩუნებისკენ, რომ საქართველოს ტერიტორია არ გამოიყენებოდეს რუსული კომპანიების მიერ სანქციების გვერდის ავლის კარად"- აცხადებს კალიურანდი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს არცერთ დასავლელ პარტნიორს არ უცდია ქვეყნის "მეორე ფრონტში" ჩაბმა.


close დახურვა