logo
ENG



კანადა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მიაწვდის, რუსეთიდან კი ნავთობის იმპორტს აკრძალავს

01 მარ 202201:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/yj02hdybeymo279.jpg

კანადა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და განახლებულ საბრძოლო მასალას გაუგზავნის.

როგორც პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, კანადა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

გარდა ამისა, კანადა რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას გეგმავს.

"მანამდე ჩვენ საბრძოლო და ჰუმანიტარული დახმარება გავუგზავნეთ უკრაინას, რომელიც სამ ეტაპად განხორციელდა. საერთაშორისო თანამეგობრო აყველაფერს გააკეთებს რომ უკრაინას დაეხმაროს. უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ლტოლვილების კრიზისი შექმნა. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ უკრაინის მოქალაქეები, რომლებსაც სახლების დატოვება უწევთ", - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 


close დახურვა