logo
ENG



კანადამ 35 რუს პროპაგანდისტს, მათ შორის თინა კანდელაკს სანქციები დაუწესა

18 ოქტ 202200:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/18/itll6gxb4v0ia1i.jpg

კანადამ 35 რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჟოლიმ გააკეთა. საუბარია რუს პროპაგანდისტებზე, რომელბიც კრემლის ნარატივს და დეზინფორმაციას ავრცელებენ.

როგორც კანადის საგარეო მინისტრმა აღნიშნა, ე.წ. შავ სიაში მომხდარი პირები და ორგანიზაციები ეხმარებიან რუსულ რეჟიმს უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპების ძირის გამოთხრაში, რომლებიც ამას "კრემლის ნარატივს" გავრცელებით აკეთებენ.

სასანქციო სიაში მოხვდა პროპაგანდისტული ტელეარხი ზვეზდა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, ასევე რუსი მსახიობები სერგეი ბეზრუკოვი და ვლადიმერ მაშკოვი, ტელეწამყვანები თინა კანდელაკი და ნაილია ასკერ-ზადე, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი და სხვები.

2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, კანადამ 1 800 ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ დააწესა სანქციები, ხოლო მიმდინარე წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მერე, ე.წ. შავ სიაში 1 400-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა რუსეთიდან და ბელარუსიდან.


close დახურვა