logo
ENG



კანადამ რუსული ალუმინისა და ფოლადის პროდუქციის იმპორტი აკრძალა

11 მარ 202314:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/11/gc2rj4lx1bk17om.png

კანადამ რუსული ალუმინისა და ფოლადის პროდუქციის იმპორტი აკრძალა. როგორც ოტავაში აცხადებენ, ეს მიზნად ისახავს მოსკოვს შეეზღუდოს უკრაინაში წარმოებული ომის დაფინანსება.

"უკრაინას შეუძლია და უნდა მოიგოს ეს ომი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა შევზღუდოთ ან შევუწყვიტოთ შემოსავლები, რომელსაც პუტინი უკრაინაში უკანონო და ბარბაროსული ომის დასაფინანსებლად იყენებს", - ნათქვამია ფინანსთა მინისტრის განცხადებაში.

აკრძალვა მოიცავს როგორც მზა, ასევე დაუმთავრებელ პროდუქტებს და გავლენას მოახდენს ისეთი პროდუქტების იმპორტზე, როგორიცაა ალუმინის ფურცლები, ალუმინის კონტეინერები, ასევე ფოლადის მილები.


close დახურვა