logo
ENG



კანადაში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა

04 სექ 202523:22
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/04/hcg61h87q25r3ye.jpeg

კანადაში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. 

შემთხვევის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ერთი, ხოლო დაშავდა ექვსი ადამიანი.

პოლიციის ცნობით, დაღუპულია თავდამსხმელიც. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა მანიტობას პროვინციაში, ქალაქ ვინიპეგიდან დაახლოებით 200კმ-ის დაშორებით მოხდა. პოლიციის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება.


close დახურვა