კანადის, იტალიისა და ბელგიის პრემიერმინისტრები კიევში ჩავიდნენ, რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი წლის თავზე სოლიდარობა გამოეხატათ.
ჯორჯია მელონნი, ჯასტი ტრუდო და ალექსანდრ დე კროო ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ღამით პოლონეთიდან კიევისკენ მატარებლით გაემგზავრნენ.
იტალიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შაბათს მელონი გეგმავს კიევიდან დიდი შვიდეულის ვიდეოშეხვედრა ჩაატაროს და განხილვაში ვოლოდიმირ ზელენსკი მიიწვიოს.
ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსი ოკუპანტების ჯარი უკრაინაში შეიჭრა. ომი, რომლის დაწყების საფრთხეებზეც უკრაინა და შეერთებული შტატები ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოდან საუბრობდნენ, პირველივე დღეებიდან მოექცა მსოფლიიოს ყურადღების ცენტრში. 2 წლის თავზეც, რუსეთი აგრძელებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმებს და ცდილობს, წინ წაიწიოს ფრონტის ხაზზე, თუმცა პუტინის წინააღმდეგ გაერთიანებული დასავლეთის მხარდაჭერით, უკრაინა მას ძლიერ წინააღმდეგობას უწევს.