logo
ENG



კანადის პრემიერი აშშ-ს მოვლენებზე:დროა ადამიანებს მოუსმინონ

03 ივნ 202012:01
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და დონალდ ტრამპის რეაგირებაზე შეკითხვა პრეს-კონფერენციაზე კანადის პრემიერ-მინისტრსაც დაუსვეს. ამერიკის ლიდერის გადაწყვეტილებების შეფასებამდე ჯასტინ ტრუდო დაახლოებით 20 წამზე მეტი ფიქრობდა და საკუთარი დამოკიდებულება თავდაპირველად მხოლოდ ჟესტით გამოხატა.

შეკითხვას პრემიერმა მხოლოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უპასუხა. ტრუდოს განცხადებით, კანადა ყურადღებით აკვირდება ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს. მისივე შეფასებით, უსამართლობის წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის მიუხედავად ის ისევ გრძელდება და დროა, ადამიანებს მოუსმინონ. 

 


close დახურვა