ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ პარტიამ ცესკო-ს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით მიმართა, რადგან თანხა საჭიროა მათი ოფისების გარკვეული რაოდენობის შესანარჩუნებლად.
"გადასახადების გადამხდელთა ეს თანხა ჩვენ გვჭირდება ოფისების რაღაც რაოდენობის შესანარჩუნებლად და ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად საზოგადოებასთან ერთად", - აცხადებს კანდელაკი.
მისი თქმით, დაფინანსების მიღება პარლამენტის შედეგების აღიარება არ არის.
"აღიარება იქნებოდა პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პრივილეგიებისა და დაფინანსების მიღება, რასაც ევროპული საქართველო სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად არ აკეთებს და არც გააკეთებს", - აღნიშნა კანდელაკმა.
ცნობისთვის, საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად ცესკო-ს 9 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. ესენი: ქართული ოცნება, საარჩევნო ბოლკში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია შემავალი 5 პარტია, ევროპული საქართველო, გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელში გაერთიანებული ორი პარტია.
დაფინანსების მოთხოვნით ცესკო-სთვის მიმართვას არ აპირებენ გირჩი, ლეიბორისტულ პარტია და პატრიოტთა ალიანსი.