"ეს ხაზს უსვამს შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისა, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად" -- ამ სიტყვებით გვაცნობა, 8 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს გემი, ევროპისკენ დაიძრა. ევროპის დედაქალაქში, ამ გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი, გეოპოლიტიკური მიზნების გარდა, იმ ადამიანების თავდადება გახდა, რომლებიც ევროპის დროშას და ევროპულ ღირებულებებს, ფურცელზე დატანილი სტატისტიკის გარდა, ფიზიკურად, რუსთაველის გამზირზე იცავდნენ; დღეს, ჩვენს რეპორტაჟში, სწორედ მარტის აქციების მთავარ გმირებს შეხვდებით - როგორი იყო მათთვის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და რა გვაჩვენა ხელისუფლების რეაქციამ, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის ნაცვლად, მადლობა ისევ ერთადერთ პატრონს, ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა.
კანდიდატის სტატუსი - შაბათის ფორმულა
11 ნოე 202320:30
3 წუთის საკითხავი