კანზას სითიში მომხდარი სროლის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა.
თავდასხმა ქალაქის ერთ-ერთ ბარში მოხდა.
ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა.
ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივი. არსებული ინფორმაციით, დამნაშავე მარტო არ მოქმედებდა.
