როგორ იხსნა კოალიციურმა მმართველობამ და დამოუკიდებელმა სამართალდამცავმა სისტემამ ავსტრია რუსული კორუფციული ფულისაგან და უპრინციპო პოლიტიკოსებისაგან, რომლებისთვისაც სკამი უფრო მეტია, ვიდრე სამშობლოს ინტერესი.
ორი წლის წინ ავსტრიაში გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერს მთავრობის გადადგომა და ხელახალი არჩევნები მოყვა. იმის გამო, რომ ავსტრიის ხელისუფლება კოალიციურია, იუსტიცია იმდენად დამოუკიდებელი აღმოჩნდა, რომ ხელმეორედ არჩევნებში გამარჯვებული კანცლერ კურცის, ფინანსთა მინისტრის და მმართველი პარტიის კაბინეტები გაჩხრიკა და გამოვლენილი ფაქტების შედეგად ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და პერსპექტიული ევროპელი პოლიტიკოსი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ორი კვირის წინ კი უკვე ყოფილ კანცლერს პარლამენტმა იმუნიტეტიც მოუხსნა.