logo
ENG



კაპანაძე: მთავრობის პროპაგანდას დაემატა, თურმე კუბილიუსი გარეჯის თემას სასაცილოს უწოდებს

14 ოქტ 202015:39
3 წუთის საკითხავი
 
კაპანაძე: მთავრობის პროპაგანდას დაემატა, თურმე კუბილიუსი გარეჯის თემას სასაცილოს უწოდებს

მთავრობის პროპაგანდის ხაზია, რომ ოპოზიცია ამბობს, გარეჯი საქართველო არ არის და ამას დაემატა, თურმე კუბილიუსი ამბობს, რომ გარეჯის თემა სასაცილოა, - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას.

კაპანაძის თქმით, კარტოგრაფების საქმე ქართული ოცნების პოლიტიკურ კუბოზე უკანასკნელი ლურსმანი იქნება.

"საბოლოო ჯამში სასაცილო ის არის, რომ ეს ჩაფლავებული მთავრობა 21-ე საუკუნეში ცდილობს საბჭოური პროპაგანდით მოიგოს არჩევნები - ააგორეს მგრძნობიარე თემა, რომელიც თვალს და ხელს შუა აუფეთქდათ", - თქვა კაპანაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ის "გაოცებულია" ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, რომ, თალაკვაძისვე თქმით, "დავით გარეჯის თემა სასაცილოა".

აღსანიშნავია, რომ კუბილიუსმა "სასაცილო" კარტოგრაფებისთვის წარდგენილ ბრალსა და გამოძიებას უწოდა და თქვა, რომ ოცნება რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.


close დახურვა