logo
ENG



კაპანაძე: პროტესტი არის სამართლიანი და კანონიერი

16 ნოე 201911:52
3 წუთის საკითხავი
 
ra12thg54tnvgwg.jpg

ისევ დაძაბულია ვითარება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. აქციაზე მოქალაქეების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. აქციაზე იმყოფება გიორგი კაპანაძეც, რომელმაც ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა, მისი თქმით, მოქალაქეების პროტესტი არის ლეგიტიმური და კანონიერი.

„პროტესტი, რომლესაც გამოხატავენ ახალგაზრდები, მოქალაქეები არის სამართლიანი და არის კანონიერი, გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილმა ამ თაღლითმა და საუკუნის აფერისტმა დაამცირა საზოგადოება მოატყუა ხალხი. რა მოხდა სომხეთში, როცა მაშინ სომხეთის ლიდერმა მოატყუა სომხეთის საზოგადოება? გამოვიდა მთელი სომხეთი გარეთ და მშვიდობიანად შეცვალეს რეჟიმი, ასე უნდა გავაკეთოთ ჩვენც, ივანიშვილმა დაკარგა ლეგიტიმაცია და შესაბამისად, პროტესტის ყველანაირი ფორმა, რომელიც მიღებულია ცივილიზებულ სამყაროში არის ლეგიტიმური, არის სამართლიანი და უფრო მეტიც, არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება. იქამდე ვაპირებთ პროტესტს, ვიდრე არ დაიბრუნებს ხალხი წართმეულ ძალაუფლებას, რომელიც მიტაცებული აქვს ივანიშვილს და მის რეჟიმს“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.


close დახურვა