logo
ENG



კაპიტოლიუმში დემონსტრანტების შეჭრის შედეგად რამდენიმე სამართალდამცავი დაშავდა

07 იან 202100:46
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/07/v6p76mpeo0l6w50.jpg

CNN-ის ცნობით, კაპიტოლიუმის შენობაში დემონსტრანტების შეჭრის შედეგად რამდენიმე სამართალდამცველია დაშავებული. მინიმუმ ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. 

რამდენიმე წუთის წინ CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შენობაში ერთ-ერთი ქალი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი. 

ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა კაპიტოლიუმში სენატის ფრთიდან შეჭრილი დემონსტრანტები გამოაძევეს, ამ დრომდე უცნობია, თუ რა ხდება წარმომადგენელთა პალატის მხარეს. 

ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში ადგილობრივი დროით 14:30 სთ-ზე შეიჭრნენ


close დახურვა