logo
ENG



კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრისას დაშავებული პოლიციელი გარდაიცვალა

08 იან 202110:21
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/08/ys8a1wt1x2ah1vk.jpg

პოლიციის ოფიცერი, რომელიც კაპიტოლიუმში მომიტინგეების შეჭრისას დაშავდა, გარდაიცვალა. აშშ-ს კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ბრაიან სიქნიკი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. იგი კაპიტოლიუმის პოლიციაში 2008 წლიდან მსახურობდა. 

კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრას კიდევ 4 ადამიანის სიკვდილი მოყვა. დაშავებულია 50-ზე მეტი სამართალდამცავი, რამდენიმე მათგანი კი საავადმყოფოში მკურნალობს.  

მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებმა ორპალატიანი სხდომის ჩაშლა სცადეს ამერიკის კონგრესმა შენობის მომიტინგეებისგან გათავისუფლების და სხდომის გაგრძელების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად მაინც დაამოწმა. 

ტრამპი და რესპუბლიკელების ნაწილი სამი თვეა აშშ-ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება, თეთრი სახლის ადმინისტრაციას კი ტრანზიციის პროცესი უკვე დაწყებული აქვს.

 


close დახურვა