ივანიშვილის პარლამენტმა კარვების დადგმის შეზღუდვის შესახებ კანონში ცვლილებები რამდენიმე დღეში დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო. ავტორიტარი ჩქარობს, ეჩქარება, რომ რაც შეიძლება მალე და მეტად შეზღუდოს სამოქალაქო უფლებები, შეავიწროოს გამოხატვის სივრცე და გააჩუმოს ყველა, ვისი ხმაურიც მის ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის. რა აღარ გვინახავს მოქმედი ხელისუფლების პირობებში, შემოღობილი პარლამენტი და კანცელარია, აქციის მონაწილეებისთვის კარვების და გასათბობად მიტანილი შეშის წართმევა, თეთრი ფურცლის გამო დაკავება, მოკლედ ყველაფერი, რაც მანამდე რუსეთს ახასიათებდა, და როგორც ჩანს, არჩევნების მოახლოების პროპორციულად მომავალშიც ბევრს ვნახავთ. ჯერჯერობით კი ოცნების ბოლო "მიღწევა" აქტივისტებისთვის კარვების დადგმის აკრძალვა, გადატრიალების შიშით. რამდენიმე წლის წინ მინისტრი ჭიკაიძე რევოლუციისთვის მობილიზებულ საბურავებს რომ ეძებდა, მადლობა უნდა ვთქვათ, რომ მაშინ საერთოდ საბურავები არ აკრძალეს. კარვებით შეშინებული ხელისუფალი დროების სიუჟეტში.
კარავი 41 - დროება
08 ოქტ 202320:09
3 წუთის საკითხავი