logo
ENG



კარასინი-აბაშიძის პირისპირ მოლაპარაკების ფორმატს ზურა აბაშიძე აფასებს

02 ნოე 201912:33
3 წუთის საკითხავი
 
kg9r23i35dfohf1.png

 

კარასინი-აბაშიძის პირისპირ მოლაპარაკების ფორმატს ზურა აბაშიძე აფასებს. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკისთვის აღნიშნული მოლაპარაკება სასარგებლოა. მისივე განცხადებით, მათ 2013 წლის შემდეგ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღსადგენად გარკვეული ნაბიჯები გადადგეს.

„2013 წლის შემდეგ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით სავაჭრო ურთიერთობების აღსადგენად, წლების განმავლობაში რუსეთის ბაზარზე გატანილია დაახლოებით 1 მილიარდ 800 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია. სატრანსპორტო კავშირებში ჩართულია უამრავი ქართული კომპანია, საჭიროა მათი ინტერესების დაცვა და ზოგადად სახელმწიფო ეკონომიკური ინტერესების დაცვა რასაც ჩვენ ვცდილობთ პრაღაში. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, სრულყოფილი მისიები, ამიტომ ამ საკითხების განხილვა სადღაც საჭიროა. გასულ წელს საქართველოს რუსეთიდან ესტუმრა დაახლოებით მილიონ-ნახევარი ტურისტი. რა თქმა უნდა, აჟღერებდა იმ პოზიციას და საუბრობდა იმ ენით, რომლითაც საუბრობს რუსეთი და რა პოზიციებიც აქვს სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს. ამ თვალსაზრისით, რაღაც სერიოზულ გადახვევას ჩვენ არც ველოდით და არც შეიძლება ყოფილიყო”, - განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთთან დიალოგის პრაღის ფორმატი გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ადასტურებს, მისი თქმით,  მოლაპარაკებებში მონაწილეობს კვლავ გრიგორი კარასინი მიიღებს.

 

 


close დახურვა