logo
ENG



კარლ ჰარცელი მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

02 აპრ 202112:17
3 წუთის საკითხავი
 
კარლ ჰარცელი მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. 

უცნობია შეხვედრის დეტალები. არ არსებობს შეხვედრის ამსახველი კადრები, თუმცა, ინფორმაცია ფორმულას მთავრობის პრესსამსახურმა დაუდასტურა. 

ოპოზიცია და ხელისუფლება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციის მიუხედავად, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. 

7-საათიანი უწყვეტი მოლაპარაკებების ბოლოს კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ მხარეებმა გადაწყვეტილება არ მიიღეს და დოკუმენტზე შეთანხმება არ შედგა. მანვე აღნიშნა, რომ იყო ელემენტები, რომელზეც მიაღწიეს თანხმობას - ეს ეხება საარჩევნო, მართლმსაჯულებისა და ძალაუფლების გადანაწილების რეფორმა, რაზეც მუშაობა გაგრძელდება. 

მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს

მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებლები არიან ამ შედეგზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება. 


close დახურვა