logo
ENG



კარპენტერი ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებაზე: ეს ძალიან სამწუხაროა

28 ივლ 202123:24
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/28/izbio3veajz0d6s.jpg

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დატოვება "სამწუხაროა".

კარპენტერის თქმით, შეთანხმება ხელს უწყობდა დემოკრატიულ პროცესებს და "სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია აქედან გავიდა". 

„ეს ძალიან სამწუხაროა. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება მხარს უჭერდა კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ ინკლუზიურობას და თამაში თანაბარ პირობებს. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია აქედან გავიდა", - წერს კარპენტერი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ  თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.


close დახურვა