logo
ENG



კარტოფილის მცირე მოსავალი სამცხე-ჯავახეთში

21 ოქტ 202220:49
3 წუთის საკითხავი
 

UNICEF-ის  პროგნოზით, საქართველოში შესაძლოა, 17 ათასზე მეტი ადამინაი გაღარიბდეს, დამატებით 4 ათასზე მეტი ბავშვი კი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდეს. ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ნახევარ მილიონ მოქალაქეზე მეტი ისედაც საარსებო შემწეობით ცხოვრობს. მოსახლეობის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ფონი განსაკუთრებით რეგიონებში იგრძნობა. მძიმე ზამთარი ელოდებათ ადგილობრივებს სამცხე ჯავახეთში. კარტოფილი, რომლის რეალიზაცია რეგიონისთვის ფაქტობრივად თავის რჩენის ერთადერთი წყაროა, წელს რეკორდულად მცირე მოსავლით მოვიდა. ამის წინაპირობა ფასების ზრდაა ყველა მიმართულებით, მაგრამ მთავარი უწყლობის, წლობით მოუგვარებელი, პრობლემაა.

 


close დახურვა