logo
ENG



კასიანოვი: გაუგებარია რადასგან მოწვევის მიღების ფაქტის დამალვის მცდელობა

24 თებ 202315:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/24/t75kb8pusfd0tmz.jpg

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრი კასიანოვი ამბობს, რომ ქართული ოცნების დეპუტატები უმაღლესი რადასგან მოწვევის ფაქტის დამალვას ცდილობენ. მისი თქმით, იმედგაცრუებულნი არიან არა იმდენად იმით, რომ უკრაინაში არ წავიდნენ მმართველი პარტიის დეპუტატები, არამედ ცალკეული განცხადებებით.

"მაგრამ უკრაინული მხარისთვის ყველაზე გაუგებარია ასეთი მოწვევის მიღების ფაქტის დამალვის მცდელობა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს პარლამენტში და უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფში არამხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატებია არიან წარმოდგენილები. ამის მიუხედავად უკრაინაში იმყოფება რამდენიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, მათ შორის პარლამენტის წევრები მეგობრობის ჯგუფიდან", - განაცხადა კასიანოვმა

გარდა ამისა, უკრაინის საელჩო უარყოფს გარკვეული პოლიტიკოსებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოთქმულ ნებისმიერ ბრალდებას ომში ჩაბმის მცდელობასთან დაკავშირებით.


close დახურვა