logo
ENG



კასიანოვი: ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მაკრიტიკებენ, წაიკითხონ ორიგინალი ვერსია

25 იან 202314:05
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი აცხადებს, რომ რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე მისი განცხადება კონტექსტიდან ამოგლიჯეს და პოლიტიკოსებს, რომლებიც მას აკრიტიკებენ, ურჩევს, რომ ტექსტის ორიგინალი ვერსია წაიკითხონ. ამის შესახებ კასიანოვმა ფორმულასთან განაცხადა.

"ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მე მაკრიტიკებენ, უნდა წაიკითხონ ტექსტი სრულად. მისი ორიგინალი ვერსია და არ ამოიღონ სიტყვები კონტექსტიდან. გთხოვთ, წაიკითხეთ ყველა ოფიციალური განცხადება ორიგინალში"- თქვა კასიანოვმა.

გუშინ, 24 ინვარს ანდრი კასინოავმა არ გამორიცხა, რომ საქართველოდან რუსეთში პირდაპირი ფრენების აღდგენისა და უსაფრთხოების რისკების გაზრდის შემთხვევაში, უკრაინის საელჩომ საქართველოდან მოქალაქეების მასობრივი ევაკუაცია დაიწყოს, რასაც ქართულ ოცნებაში კრიტიკა მოყვა.

პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განცხადებას "სამარცხვინო და სპეკულაციური" უწოდა. 

"მე შემიძლია ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში დაჭირდებოდა ალბათ უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან კასიანოვს, თუ ჩვენ ბუკებს გავაგზავნიდით უკრაინაში, იმიტომ რომ ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა კონფლიქტში"- თქვა კობახიძემ.


close დახურვა