კასპის მერი, ვახტანგ მაისურაძე ამტკიცებს, რომ რუსული პროდუქციის უკრაინაში გაგზავნა არ იგეგმება და ის მოსახლეობამ მერიაში შემოწირულობის სახით მიიტანა. ამით მაისურაძე გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ კასპის მერიამ უკრაინის დასახმარებლად რუსული წარმოების მაკარონი შეაგროვა.
მაისურაძე ირწმუნება, რომ პროდუქციის დახარისხება ხდება, "რომ არ გაიპაროს რუსული და ბელარუსული წარმოების პროდუქტები უკრაინაში გასაგზავნად".
"იმ პროდუქციის, რომელიც რუსეთის და ბელარუსის წარმოებისაა, ხდება ცალკე გადაწყობა დახარისხების შედეგად. მერიის სარეზერვო ფონდიდან რაც შევისყიდეთ, ეს არის სამედიცინო მასალები. ეს, რაზეც აჟიოტაჟია ატეხილი, არის შემორიწულობა. ყველა შემორიწულობის, იქნება ეს ფიზიკური თუ კერძო სექტორის მიერ, ხდება დახარისხება ზუსტად, რომ არ გაიპაროს რუსული და ბელარუსული წარმოების პროდუქტი გასაგზავნად", - ამბობს მაისურაძე.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, ვის გადაეცემა რუსული წარმოების პროდუქცია, კასპის მერმა ასე უპასუხა: "შეიძლება, სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას დავეხმაროთ, შეიძლება თვითიზოლაციაში მყოფ გაჭირვებულ მოსახლეობას, ეს მომავალში გადაწყდება".